თქვენი ბელადი ქვეყანაში შემოვიდა კონკრეტული მიზნით, მოეხდინა რევოლუცია, სისხლიანი გადატრიალება. რა თქმა უნდა, ჩაფლავდა. ათი კაცი გავუგზავნეთ, გაუღეს სამალავი ბინა და მიაბრძანეს იქ, სადაც საჭიროა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, სადაც პრემიერი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მისივე თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში არ ყოფილიყო „ქართული ოცნება“, საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად.
„კითხვები დაისვა, ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ თქვენ მიერ არის მოგონილი მეორე ფრონტის მითიო, თითქოს ჩვენ ჰაერიდან მოვიტანეთ ეს ტერმინები. კიდევ ერთხელ შევახსენებ, მათი გაუბედურებული ბელადი, ახლა რომ ციხეში არის, ქვეყანაში შემოვიდა კონკრეტული მიზნით, მოეხდინა რევოლუცია, სისხლიანი გადატრიალება. რა თქმა უნდა, ჩაფლავდა. ათი კაცი გავუგზავნეთ, გაუღეს სამალავი ბინა და მიაბრძანეს იქ, სადაც საჭიროა.
უკრაინა ომშია და არ მინდა, ვისაუბრო უკრაინის ხელისუფლებაზე, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები, დანილოვის და სხვების. პირადად თქვა, საქართველო და მოლდოვაც ახსენა ამ კაცმა. სხვებიც, მისი ხელისუფლების რჩეულები გამოვიდნენ და ღიად ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლება არის ომის ხელისუფლება, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომს გახსნიდაო. კიდევ ერთი ფაქტი – რამდენიმე კვირის წინ ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერი ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხს აძლევს ინტერვიუს და ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს, ამბობს, რომ დაიწყებს ომს. არ მინდა, ციტირება გავაკეთო, მედიას აქვს საშუალება, ამოწიონ ეს განცხადება. ის ადასტურებს მზაობას, რომ გახსნის ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის აღიარება, ფაქტი. მე გელაპარაკებით ფაქტებით, თქვენ საუბრობთ მარტო პირადი შეურაცხყოფებით. ამაშიც ჩანს, რომ ფსკერს ქვემოთ ხართ უკვე, საერთოდ გაუბედურებული, გასაცოდავებული ხართ და სათქმელი არ გაქვთ არც საქმეზე, არც არაფერზე.
მერაბიშვილმა თქვა, რომ იგი დაიწყებს ომს. ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? ეს კაცი არის არაფორმალური მმართველი, კეზერაშვილთან ერთად. ბატონი „ქურქუმალი“ რომ არ არის ლიდერი, ჩვენ ხომ კარგად ვიცით. რატომ არ გქონდათ რეაქცია, რატომ არ გაქვთ რეაქცია არავის? ხელისუფლება, რომელმაც ომი ვერ აარიდა ჩვენს ქვეყანას, დაკარგა ტერიტორიები და ასე შემდეგ, ოპოზიციაში გადავიდა. დღეს კი ასეთ რთულ ვითარებაში, როცა მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, გამოდიხარ, ვიღაცა ხარ და ამბობ, რომ ომი უნდა დაიწყო. ვის ინტერესს ემსახურები, ვინ ხარ საერთოდ და როგორ ბედავ ამას? ჩვენ გვეკითხებიან და გვდებენ ბრალს, თითქოს ჩვენ მოვიგონეთ ეს ყველაფერი. თქვენი სიტყვით, თქვენი პირით აღიარეთ ეს ყველაფერი. პირადად თქვა მერაბიშვილმა, დაადასტურა მზაობა. ეს ადამიანები, მავნებლები, შიდა მტრები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ დღეს აქ არ ვისხდებოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა. საქართველო არის პატარა ქვეყანა, უკრაინა ათჯერ დიდია. საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად, ეს იყო თქვენი ბინძური, მზაკვრული გეგმა, რომელიც ჩაგივარდათ. მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა. თქვენნაირი მოღალა