ირაკლი ღარიბაშვილმა მალტის პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობის საკითხები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწეული პროგრესი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, რობერტ აბელას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს და გამოთქვეს ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მზაობა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგისთვის პოზიტიური სტიმულის მისაცემად მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მნიშვნელოვანია.

საქართველოსა და მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა