ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვა აღარ იცავს

garibaსაქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების ოჯახს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ იცავს.

ინფორმაცია რადიო “თბილისს” [FM 93.5] ყოფილი პრემიერის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა დაუდასტურა.

ტარიელ ღარიბაშვილის თქმით, “თითქმის უკვე ორი კვირაა, დაცვის თანამშრომლებმა მათი საცხოვრებელი სახლი დატოვეს”.

ირაკლი ღარიბაშვილი მამამ ყოფილი პრემიერის გადადგომის შესახებაც გააკეთა მოკლე კომენტარი: “თავის ნება იყო და გადადგა ეს ნაბიჯი. ძალიან გადაღლილია და ცოტას დაისვენებს. მერე ვნახოთ რას იზამს”, – განაცხადა ტარიელ ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების – ტარიელ და მარინა ღარიბაშვილების სახლთან დაცვის სამსახური 2013 წელს განთავსდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 23 დეკემბერს გადადგა.

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე კანდელაკს პასუხობს (VIDEO)
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ქართული კომპანიები მონაწილეობდნენ