ირაკლი ღარიბაშვილის ისევ შს მინისტრად ინიშნება

region
ავტ.: region აგვისტო 16, 2019 13:50

ირაკლი ღარიბაშვილის ისევ შს მინისტრად ინიშნება

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს 2 კვირაში განხორციელდება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად 2012 წელს დაინიშნა, ის ქართული ოცნების პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის სავარძელში გადაიყვანა, თუმცა თითქმის ორწლიანი პრემიერობის შემდეგ ღარიბაშვილი 2015 წლის 24 დეკემბერს მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 5 მარტს პოლიტიკაში დააბრუნა და ოცნების პოლიტიკურ მდივნად დანიშნა.

region
ავტ.: region აგვისტო 16, 2019 13:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics