15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარი მოხვდა.

„ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით” [ნეტგაზეთის თარგმანი],- ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორი ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენეა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია: “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც ქართული ოცნება სრულად იქნება პასუხისმგებელი”.

ასევე, დოკუმენტში წერია: “უმკაცრესად ვგმობთ TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას… მოვუწოდებთ EU-ს, განიხილონ შესაბამისი ზომები, მათ შორის სანქციები”

banner
წინა სტატიაში„სიენენი“: ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ პოტენციური მოკლე კამპანიისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი