ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიენტ შრლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიენტ შრლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

ღარიბაშვილის თქმით, პირველ რიგში, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თაანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.

მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მას ვუთხარი, რომ ჩვენი მხრივ, ჩვენ ვართ მოტივირებული, მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიTIDA-ს ივლისის სესიის თემა – „მანქანური დასწავლის მოდელების მონიტორინგი“ იქნება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული