ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, მისი კლიენტის მიმართ მიმდინარე პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს და ის სრულად პოლიტიზებულია.
ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
„ირაკლის ყველაფერზე აქვს თავისი პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გასცემს ყველაფერს პასუხს. ვერ გეტყვით ზუსტად, როდის იქნება წერილი და რა იქნება, მაგრამ პასუხს აუცილებლად გასცემს.
ძალიან რთულია ამ ყველაფრის ყურება. წარმოუდგენელია ის პროცესი, რაშიც ახლა ვართ. ამ პროცესს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სრულად არის პოლიტიზებული პროცესი“, — განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.








