ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2020 09:59

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს

ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტი შეაფასა.

„სამარცხვინო კადრები ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც იყო ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან თმების თრევით.

ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია. მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2020 09:59

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics