ირაკლი ღარიბაშვილი – ვმუშაობთ, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული ატრაქციები და ტურისტული ინფრასტრუქტურა

ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მხრიდან, არის წახალისებული. ამასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს დაფინანსებაც, გრანტებიც და ველოდებით დამატებით გრანტების შემოსვლას, მათ შორის ბრიუსელიდან. 63 მუნიციპალიტეტში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც ისტორიული შენობების, ასევე ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების, პარკების მოწყობა და სხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში კეთდება კონკრეტული პროექტები, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული ატრაქციები და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

„ამას გარდა, ჩემი დავალებით ყველა მუნიციპალიტეტში ვაკეთებთ ახლა კონკრეტულ პროექტებს, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული ატრაქციები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია გვექნება ჩვენ და წარმოდგიდგენთ ჩვენს გეგმასა და ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს უნიკალური ადგილები, მათ შორის ბატონ ლევანს აქვს დამუშავებული დაცული ტერიტორიების პროექტები და ყველა დაცულ ტერიტორიაზე ასევე ვგეგმავთ, რომ დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ასევე ჩაერთვება ეკონომიკაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიანდრია ბასილაია: თბილისში უკვე ოთხი მუზეუმი რეაბილიტირდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას