ირაკლი ღარიბაშვილი – ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში

გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – გახარიას და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“
შემდეგი სტატიაქარჩავა – სახალხო დამცველს პანსიონში კანონდარღვევასთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება თუ აქვს, ჩვენი მისამართი იცის, მოგვმართოს და გვექნება რეაგირება