ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში ერთ-ორ შემთხვევას. მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს, ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთის მხრივ საჭიროა იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც მომდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია.

„გასულ წელს, როდესაც მთლიანად ჩაკეტილი იყო ქვეყანა, ასი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისხდნენ სახლში და შემდეგ რა თქმა უნდა, მიიღეს 200 ლარიანი დახმარება, რაც ჩვენ შევძელით. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ერთის მხრივ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მომდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დავუჯეროთ ჩვენს ექიმებს, მეცნიერებს და მეორეს მხრივ, ჩავიტაროთ ძალიან მარტივი აცრა. მთავარი არგუმენტი, რაც მოსახლეობას მინდა ვუთხრა – დაინფიცირების შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ფატალურად დასრულდეს ესა თუ ის შემთხვევა. მით უმეტეს, ეს არის ძალიან ინდივიდუალური. ძალიან ბევრ ჯანმრთელ ადამიანს შეხვდა კორონავირუსი და სამწუხაროდ უბედურება დაემართა ბევრ ადმიანს ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში ერთ-ორ შემთხვევას. მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს, ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია. გვაქვს სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინები ქვყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები ემატება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს