ირაკლი ღარიბაშვილი – ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა ის პროექტი, რომელსაც პირადად მე დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე

პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ რეფორმას, მიწის სისტემურ რეგისტრაციას. 1 200 000 ჰა მიწა უნდა დარეგისტრირდეს ამ 3 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრირებული და იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

„ეს არის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც არ ჩატარებულა მანამდე. რეფორმა არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ამიტომ, ეს პროცესი დავიწყეთ, გადავწყვიტეთ და დავასრულებთ 3 წელიწადში. 2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრირებული და იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ეს მიწა, ეს რესურსი, ეს სიმდიდრე ჩაერთვება სწორედ ჩვენი ქვეყნის ბრუნვაში და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამ ფაქტისა და პროექტის მნიშვნელობა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა ის პროექტი, რომელსაც პირადად მე დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე. სამუშაოები არის აქტიურ ფაზაში გადასული. ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი ახლა არის ეკონომიკის, ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, სიღარიბის შემცირება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ამიტომ, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველვყოთ განვითარება, ყველა რეგიონს, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მთელი მთავრობა, პარლამენტი, ყველა სახელმწიფო შტო არის ჩართული და პირადად ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად შეივსოს ევროკავშირის კითხვარი და გადაეცეს ევროკომისიას, ეს მოხდება მაისში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, ყველა მოქალაქეს დავიცავთ. დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას