ირაკლი ღარიბაშვილი – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.

მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან
შემდეგი სტატიაალი ასადოვი – აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში