ირაკლი ღარიბაშვილი: სირცხვილია, რომ ეს კაცი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, მე პირადად მრცხვენია და რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია და კატასტროფაა

ყველა არსებული ფაქტორის მიუხედავად, რაც იყო, გახარიას ფაქტორი, რომელმაც განაპირობა 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური, სააკაშვილის შემოსვლა, რომელმაც თავისი ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა, არჩევნები მოვიგეთ, 47% ავიღეთ, ძალიან სერიოზული შედეგი დავდეთ და ყველა სპეკულაცია რეფერენდუმზე დასრულებულია, რიგგარეშე არჩევნების თემა მოხსნილია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილს თავში მხოლოდ ის აქვს, რაიმენაირად დაიბრუნოს ძალაუფლება და პრივილეგიები, რაც მას ჰქონდა და გადაწყვიტა, რომ ეხლა ძალაუფლების დაბრუნებისთვის ხელსაყრელი დროა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს დეზინფორმაციები მისდიოდა და სრულ ილუზიაშია.

„კაცი, რომელიც 8 წელი იყო გაქცეული, ელოდებოდა არჩევნებში გამარჯვებას, ოცნებობდა მაგაზე. ვერც ერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. ყველა არჩევნებში მარცხდება და აი ეს ჩვენი დიდებული ხალხი, რომელიც გუშინ იყო გამოსული, მილიონი ამომრჩეველი ერთგულად ჩვენ გვაძლევს ხმას და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ერთგულებისთვის. სააკაშვილს არანაირი შანსი არ აქვს არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში და დაიბრუნოს ძალაუფლება, რაც არის მისი მთავარი აზრი.

სააკაშვილს თავში მხოლოდ ეს აქვს, რომ რაიმენაირად დაიბრუნოს ძალაუფლება და პრივილეგიები, რაც მას ჰქონდა და გადაწყვიტა, რომ ეხლა არის მომენტი, სრულ ილუზიაშია კაცი, დეზინფორმაციები მისდიოდა. ალბათ ნახეთ ვიდეო და როგორ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი ასეთ ვიდეოს წერდეს?! ზის მაცივარში, გამიტაცეს სპეცრაზმელებმა და რაზეა საერთოდ საუბარი?! სირცხვილია, რომ ეს კაცი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, მე პირადად მრცხვენია და რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია და კატასტროფაა. ჩამოვიდა სააკაშვილი, პირველი სცენარი რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა, ჩაეშალა და ისევ ილუზიებშია. არჩევნები მოვიგეთ, 47% ავიღეთ და ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იყო, გახარიას ფაქტორი, რომელმაც განაპირობა 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური, სააკაშვილის შემოსვლა და დაბუსტვა, რომ იტყვიან, თავისი ამომრჩევლების მობილიზება მოახდინა და ამ ყველაფრის მიუხედავად, 47% ავიღეთ და ძალიან სერიოზული შედეგი დავდეთ. არჩევნები მოვიგეთ, ყველა ის სპეკულაცია რეფერენდუმზე დასრულებულია, რიგგარეშე არჩევნების თემა მოხსნილია”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ამერიკელი უფლებადამცველი ჯონ სენდვიჯი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სპეციალური წერილით მიმართავს