ირაკლი ღარიბაშვილი: შოკირებული ვარ პარიზში მომხდარი ამბით

garibashvili

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” გამოეხმაურა .
“შოკირებული ვარ პარიზში მომხდარი ამბით. ამ მძიმე წუთებში ვართ ფრანგი ხალხის გვერდით”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე”.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
CNN-ის ცნობით, Bataclan-ის თეატრში ტერორისტებს მძევლები ჰყავთ აყვანილი. CNN-ის ინფორმაციითვე, შემთხვევის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთის სატდიონზე იმყოფებოდა და საფრანგეთ-გერმანიის მეგობულ მატჩს ესწრებოდა. პრეზიდენტმა სტადიონი დატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წავიდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა