ირაკლი ღარიბაშვილი – შიმშილობის დეფინიცია კანონმდებლობით არის განსაზღვრული და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა

მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, მე გუშინ, ბუნებრივია, ვსაუბრობდი შიმშილობაზე, შიმშილობის დეფინიცია კანონმდებლობით არის განსაზღვრული და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, მათ შორის დაკავებულის თუ პატიმრის უფლებაა შიმშილობა.

„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა. მეტსაც გეტყვით, ჩემივე დავალებით, ციხის საავადმყოფოში, მანამ, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ჩვენ სრული გადაიარაღება, განახლება განვახორციელეთ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღვჭურვეთ ციხის საავადმყოფო. იქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს ვუმკურნალოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – პატიმარი სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული მას უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ერთადერთი დესტაბილიზაციის წყარო სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფია, მშვიდად უნდა ვიყოთ ყველა, სიტუაცია სრულად კონტროლის ქვეშ არის, ხვალ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები