ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.

ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში
შემდეგი სტატიაცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს