ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა

news
ავტ.: news ნოემბერი 20, 2015 20:18

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროსთან თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროსთან თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერი ხელმოწერამდე მიწვეულ სტუმრებსა და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილ სკოტს მიესალმა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ დარბაზში დასწრება. ამავდროულად დასწრება ცერემონიაზე, სადაც აღინიშნება გაეროს 70 წლის იუბილე. ამ თვალსაზრისით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაეროს გუნდს და განსაკუთრებით თქვენ, ბატონო ნილ სკოტ, იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობთ საქართველოს განვითარების საქმეში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს. დღეს ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ ამბიციურ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს გაეროსთან თანამშრომლობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ძირითადი მიზანი, რომელიც აქვს ამ გეგმას. “ეს გახლავთ საქართველოს ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 20, 2015 20:18

Google სტატისტიკა


3,414
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics