ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა, მისივე თქმით, ქართველები და ეზიდები ერთად აშენებენ ქვეყნის მომავალს და ერთად ზრუნავენ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის გუბერნატორი – სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება
შემდეგი სტატიაოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიემგზავრებიან – ელენე ხოშტარიას საგანგებო ბრიფინგი