ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე

ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე თქვენთან ერთად მსურს მივულოცო ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი. გმირებმა, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ, დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობისა და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე. ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ წინაპართა თაობის მიმართ, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს ხორცი შეასხეს ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას და შექმნეს იმ ეპოქაში ევროპისთვის თვალსაჩინო, დემოკრატიული სახელმწიფო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისთვის, უთანასწორო ბრძოლაში გამოჩენილი არაერთი გმირობა, საუკუნის მერეც შთაგვაგონებს და გვაძლევს ეროვნული სიამაყის ძლიერ მუხტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა არის სწორი გზა, რომელზეც დგას საქართველო, თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი ანაქრონიზმია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ქართველ ხალს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს