ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას

საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშივიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შემდეგ კიევში შენობების აღდგენა 70 მილიონი ევრო დაჯდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის “ვივა მედში” გადაყვანა – მესამე პრეზიდენტს 5 პირობა აქვს – გვარამიას განცხადება