ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს.

“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს – მიშელი