ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები

ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები.

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკრო სამყარო: თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა.

ამიტომ, ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

„მოდით, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ ნდობის შენება და შემდეგ გადავიდეთ სხვა რეგიონალური და გლობალური საკითხების გადაჭრაზე.

მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

მეგობრებო, ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო რითიც დავიწყე: აქ კოლექტიური საქმის კეთების სულისკვეთებით შევიკრიბეთ.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის იქნება, თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განვითარების დასაფინანსებლად ან მშვიდობის შესანარჩუნებლად, კოლექტიური ქმედების საჭიროების ნიშნად, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ერთად ვიცხოვროთ. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით წარმატებული ვიქნებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია; ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ