ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია

საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სურს კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.

„ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ეს სამიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული და რეგიონული ინტერესებისთვის.

ყველა ქვეყნის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსება გაერთიანებული ერების ძირეული, ფუნდამენტური პრინციპებია.

საქართველოს სურს კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.

საქართველო მადლობას უხდის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანას და ყველა ჩართულ მხარეს თანაგრძნობის სულისკვეთებისთვის და წინსვლის სურვილისთვის, რათა სამიტის დღის წესრიგით შემოთავაზებული წინადადებები შესრულდეს, მათ შორის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საკითხის დაკმაყოფილებით.

საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანასთან და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის საფუძველზე. ამ ბრძოლაში არავინ უნდა გამოგვრჩეს.

საქართველო მოუთმენლად ელის წინამდებარე სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია. მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ“, – განაცხადა პრემირ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა