ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად

საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მტავრობის მეთაურის თქმით, შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა.

“ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.

ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და ასევე დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები.
შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო, ერთ-ერთი ვარიანტი, აღოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან, იმისათვის რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა”- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – 15-პროცენტიან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის არანაირი რესურსი არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით