ირაკლი ღარიბაშვილი – სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად

ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები.

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკრო სამყარო: თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა.

ამიტომ, ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – პრემიერმა გააჟღერა უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით
შემდეგი სტატიაოკუპირებულ სოფელ კვაისაში რუსებმა სამხედრო ქალაქი გააშენეს – ქაცარავა