ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, ყველა მოქალაქეს დავიცავთ. დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას

არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ა.შ აღარ გავაგრძელებ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქეს და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.

„ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას. რაც შეეხება კითხვას, ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, გეცნობებათ თქვენ და ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა ის პროექტი, რომელსაც პირადად მე დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით; სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას