ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე – არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები

მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პატიმრებთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პენიტენციურ დაწესებულებას უნდა მიმართონ.

„მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება, პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვით მიმართოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ