ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის გადაცემას არავინ ითხოვს, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში

მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია სააკაშვილის დაკავების დღესვე დააფიქსირა.

„გამორიცხულია, ასი პროცენტით გიდასტურებთ. ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ, 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს, ვუსამძიმრებ მათ კიდევ ერთხელ