ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული და თუ ის შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს.

„სააკაშვილის მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ. ჩანს ამაშიც დამოკიდებულება. როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ამიტომ ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და ჯალათები. ახლა ჩამოვიდა მისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში თქვენი ბელადი, მინდა დაგამშვიდოთ. სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული. ის მატყუარა კაცია, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, ის თუ თავისი ნებით შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგივი სიხარულიძე – იოსებ ხახალეიშვილი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, ვაჟკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში