ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის” გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო

ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის“ გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ყველაზე მეტად ვისზეც რადიკალურად რეაგირებს და წყობილებიდან გამოდის, ეს არის მელია.

„ძალიან კარგად მოგეხსენებათ რომ სააკაშვილის დამოკიდებულება მელიას მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული და აბსოლუტურად ნეგატიური. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის“ გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო. სააკაშვილი ყველაზე მეტად ვისზეც რეაგირებს რადიკალურად და გამოდის წყობილებიდან, ეს არის მელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთი გამოვლენილი ფაქტის გასაჯაროება მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს