ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი

“ის მასკარადი, ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან, ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე, თუ შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, რომ არავის მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მან ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ დაჩაგრეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, ამის მეორედ უფლებას არავის მივცემთ.” – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 19 დღეა, შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე – სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი