ირაკლი ღარიბაშვილი- როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა

როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. დღეს, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ გარემოში, ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: რუსეთის ფედერაციას რეგიონში ნებისმიერი ტიპის აგრესია “ძვირად დაუჯდება”
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება