ირაკლი ღარიბაშვილი – რეალურად რეკომენდაცია არის მიცემული, ანუ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა“, რა „ფანჯარა გაიღო“, რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა

იქ სხვა ჩანაწერებთან ერთად, რაც არის, მაგალითად პოლარიზებას რა უნდა ვუშველოთ? მართლაც მაინტერესებს, ერთ-ერთი მთავარი საუბარი ამ საკითხზე მექნება, რა უნდა ვუშველოთ? მოვედი, დავიწყე საუბარი და რითი დავიწყე, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა ევროპული პერსპექტივის სახით და დამიწყეს ლანძღვა-გინება ქალბატონებმა. ეს ტაქტიკა აქვთ, ქალებს გამოუშვებენ, კაცები იქით ჩამალულები ხართ, მაგრები ხართ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს იქნება, სხვა კითხვებიც არის, რას ვუკეთებთ მაგალითად ჩემს მიერ ჩამოთვლილ ოლიგარქებს, როგორ მოვუაროთ მათ და ა.შ.

ასე რომ ვიმუშავებთ, ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ, არც ერთი კითხვა არ უნდა დავტოვოთ პასუხგაუცემელი. მჯერა, რომ როგორც ეს ითქვა უკვე, რეალურად რეკომენდაცია არის მიცემული, ანუ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია. ახლა ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა“, რა ფანჯარა გაიღო, რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ ასოცირების შეთანხმებაც კი ვერ დაიწყო და 3 წელი დაგვიანდა, საუბარი არაა უვიზო რეჟიმსა და თავისუფალ ვაჭრობაზე.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 14.4%.

„მე მახსოვს, თქვენ დროს ასოცირების შეთანხმებაც კი ვერ დაიწყეთ, გააჯანჯლეთ, 3 წელი იყო ჯახირი და შემდეგ არა თუ უვიზო რეჟიმი, არაფერზე იყო საუბარი, არც თავისუფალი ვაჭრობა, არაფერი საერთოდ. მე მახსოვს, ძალიან ცხარე დისკუსიები გვქონდა, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს გეუბნებით, როცა ჩვენ ვათანხმებდით ტექსტს ასოცირების შეთანხმებაში, მაშინ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ევროპული ჩაწერილიყო ქვეყანასთან მიმართებაში. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო. და ბოლოს დავითანხმეთ და ჩაიწერა „აღმოსავლეთ ევროპული“ სახელმწიფო.

დღეს პირველად გეუბნება ხალხი, რომ კარს გიღებთ ევროპა. ამათ არ მოსწონთ და ხალხს ატყუებენ, რომ ფანჯარა დაიკეტა. ფანჯარა თქვენთვისაა დაკეტილი დიდი ხნით, სამუდამოდ. ესაა ჩემი პასუხი ბატონო ბექა და ბატონო ირაკლი. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, მთელი საგარეო გუნდი, ჩვენი ელჩი, ყველა, საპარლამენტო გუნდი აქტიურ მუშაობას ვეწეოდით მთელი ეს პერიოდი და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ ევროპარლამენტში, ყველგან. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რაც მთავარია, ჩვენ ეს მოვახერხეთ ამ მშვიდობის შენარჩუნებით და არ ავყევით ამათ მავნებლურ პროვოკაციებს, არც მათ განზრახვებს, არც მათი პარტნიორი უკრაინელების მოწოდებასა და სურვილებს, რომ აქ მეორე ფრონტი მოეწყოთ და მეორე მარიუპოლი მოეწყოთ. ეს ყველაფერი ავირიდეთ თავიდან და ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა.

ახლა მკითხავთ რომელ ქვეყანაში არ არის? არსად არ არის ევროპაში. ყატარში ვიყავი ეკონომიკურ ფორუმზე, მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და მართლაც არის ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა. შარშან ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა, როცა გავხსენით ეკონომიკა. თქვენ გგონიათ ეს რისკი არ იყო ჩემთვის პირადად და მთავრობისთვის, ქვეყნისთვის? მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილებები. რისკიანი იყო, მაგრამ გათვლილი, გააზრებული, ვიცოდით, როგორ უნდა გვემართა პროცესი და შარშან მივიღეთ 10.8 % ეკონომიკური ზრდა. ამან დამატებით მილიარდზე მეტი გააჩინა ბიუჯეტში და დავაფინანსეთ ძალიან ბევრი, მათ შორის, ბავშვებს დავუფინანსეთ დამატებით, გავუზარდეთ და სხვა უამრავი, დავიწყეთ განახლებული რეგიონები და კიდევ სხვა უამრავი პროქტი, რომელიც ამ ფულით დაფინანსდა. წელს პირველ კვარტალში 14.4 % არის ეკონომიკური ზრდა, არსად არ არის ევროპაში.

ინფლაცია არის ისტორიულ მაქსიმუმზე ამერიკაში, ევროპაში, წამყვან ეკონომიკებში, როგორებიცაა – გერმანია, საფრანგეთიო, იტალია, ბრიტანეთი, თურქეთში 73% ინფლაციაა, მოლდოვაში 27% და ჩვენ ამ დროს 12-13% ინფლაციის ფარგლებში ვახერხებთ შენარჩუნებას, თან ძალიან ძლიერი, მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში, მეგობრებო,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე”- რასა იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა, კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა