ირაკლი ღარიბაშვილი – რამდენიმე კვირის წინ, რკინიგზის წარმომადგენლებთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა; განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა

რაც შეეხება მატარებლის გახსნას, ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი განხილვადია.

„რაც შეეხება მატარებლის გახსნას, ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, მაგალითად, როგორიც არის კალიფორნიაში, იგივე რომ განხორციელდეს, მაგალითად კახეთში, ძალიან კარგი იქნებოდა. განხილვადია ეს პროექტი, შეიძლება განვიხილოთ, რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს ამაზე საუბარი. წელს თუ არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც.

ზოგადად, საუბარია და რამდენიმე კვირის წინ, რკინიგზის წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება, რომ ამაზე დავიწყოთ მუშაობა. მთელ ამ რეგიონებს ჩავრთავდით და გადაადგილება, რა თქმა უნდა, გახდება ადვილი და კიდევ უფრო გამარტივდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე- ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დამატებით, 1 300 საწარმოს შექმნა გვაქვს ნავარაუდები, ასევე სხვადასხვა ტიპის 400 სასტუმრო რეგიონებში