ირაკლი ღარიბაშვილი- ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ

ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების დროსაც, ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს ემუდარებოდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დროს არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და იგივე ხდება დღესაც.

“რა თქმა უნდა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ცდილობდნენ და ცდილობენ, ერთგვარად, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარე. გახსოვთ კარგად, რომ მაშინ, როცა უვიზო რეჟიმზე იყო გადაწყვეტილება მიღებული, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რომ რაიმენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ასეთი დიდი, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაო. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიწერილი ჩინოვნიკებისთვის! წალენჯიხა, ამბავი 2
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში, ჩვენ და ჩვენს ხალხს გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება