ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაცია, უმუშევრობა, სიღარიბე

ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია სიღარიბის კუთხით, რომელიც მომდევნო წლებში ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. კომისია იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, ასევე მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმოამდგენლები ჩაერთონ მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, თითოეული მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა. ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ყველასთვის მისაღები კანონი და ცვლილებებმა არჩევნები გახადოს უკეთესი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით – მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას