ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება ასრულებს ყველა ვლდებულებას, რომელიც შეთანხმებაშია გათვალისწინებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ხელისუფლების მხრიდან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნება ასრულებს ყველა ვლდებულებას, რომელიც შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განმარტებით, მიშელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს მოწერილი ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად ვითარების დამშვიდებისთვის.

„პრეზიდენტ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძლიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიტუაციის დამშვიდებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული
შემდეგი სტატიაკვიპროსში კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეებმა არეულობები მოაწყვეს და ტელეკომპანიას დაესხნენ თავს