ირაკლი ღარიბაშვილი: ქაოსი და დესტაბილიზაციას ვერ ეღირსებით

ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, როგორც დედაქალაქში, ისე ყველა ქალაქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ნაციონალურ მოძრობას“, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: არ ენდოთ “ქართული ოცნების” არც ერთ სიტყვას