ირაკლი ღარიბაშვილი: ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ქალების მიმართ ძალადობის გამართლება. ამის შესახებ მან სასტუმრო “რედისონში” განაცხადა , სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც განიხილავს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ევროპულ სამეზობლოში. მინდა გითხრათ, რომ გენდერული თანასწორობის თემაზე მსჯელობა პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე. თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა კონფერნციის სტუმრებს.

მისივე თქმით, ყველანი – კაცებიც და ქალებიც, თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ, რათა დედამიწაზე ყველა ადამიანს მიეცეს თანაბარი და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა.

“ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით 39 მილიონ გოგონას არ მიეცა სასკოლო განათლების საშუალება, 774 მილიონი ზრდასრული ქალის ორ მესამედს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება. მოდით, დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70 პროცენტი ქალია. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი იბრძოლოს და შეცვალოს არსებული რეალობა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის საქმიდან მოსამართლეების აცილებაზე პარლამენტის მესიჯი გაზიარებული უნდა იყოს”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ