ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება

“პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით, არათუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებ… ანადგურებდა ადამიანებს ფიზიკურად. ეს ეპოქა დასრულდა მეგობრებო, დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის თამასა, სტანდარტები, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, დიახაც, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები დღეს, იმ პოლიტიკის გამაგრძელებლები, რომლებიც ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც დაიწყო მან 10 წლის წინ. ეს ეხება ევროინტეგრაციას, მედიის თავისუფლებას და აღარ ჩამოვთვლი, არ შეგაწყენთ თავს”-განაცხადა  პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე
შემდეგი სტატია„TV პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო