„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე არის თუ არა ახლა სახლში წასვლის დრო, ღარიბაშვილი ასე პასუხობს: „მე ვფიქრობ, მშვიდი სიტუაციაა. კარგი ამინდია და რატომაც არა?!“
“მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე რომ პოლიტიკიდან გავიდე, წინასწარ რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა ახლა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, ცხოვრებას მივყვეთ! მე ყველას წარმატებას გისურვებთ”.
თუ მეკითხებით იმას, რომ დღეს იმიტომ გადავდექი, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“პირველების” კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენა კობახიძე არცერთხელ, ღარიბაშვილმა თქვა, რომ “მიზანშეწონილად არ ჩათვალა გუნდის წევრები ჩამოეთვალა”
მიზანშეწონილად არ ჩავთვალე ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, ნუ ეძებთ სოპეკულაციებს, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – თქვა ღარიბაშვილმა.