ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

ამასთან, მისი თქმით, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა – პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.

„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“, – განაცხადა კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი TBC ბანკის საქმის შესწავლას იწყებს
შემდეგი სტატიაბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირები პატიმრობაში რჩებიან