ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“ – წერს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ავდეევკაში ქარხანა დაბომბეს – დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი კირილი: „ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს, მხოლოდ თავს იცავდა”