ირაკლი ღარიბაშვილი: პატრიარქს არავის ფუნქცია, მითუმეტეს თავის დაცვა, არ სჭირდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით, პატრიარქის ინიციატივას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრების მონაწილეობით გამართული სპექტაკლი გაიხსენა, სადაც ილია მეორემ სურვილი გამოხატა, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება ჰქონოდა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, კონკრეტულმა ადამიანებმა ანტისახელმწიფოებრიობა დააბრალეს.

“რა საოცარია პირდაპირ, საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს, პატრიარქიც ესწრებოდა იმ დღეს. ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს, იმ დღეს რაც მოხდა, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ანტისახელმწიფოებრიობა დაგვაბრალეს. ადამიანებმა რომლებმაც არც სახელმწიფო იციან რა არის, არც ცნება იციან, მაგრამ ეს ჩვენთვის გასაგებია. უბრალოდ საწყენია და საცოდავები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, როგორღაც თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, მისი პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. თუმცა, ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, იქ ყველაფერი იყო წესრიგში. საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე შეწყალების პროცესში. მე აქვე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული. შეწყალების კომისიაში ჩემი ინფორმაციით, ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი – ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მე აქვე მივანიშნე, მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მომართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლობისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქციაც არის შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლი ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი? ან ანტისახელისუფლებო, ან ანტისახელმწიფოებრივი? კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველას თავს დაგვესხნენ. ძალიან სამწუხაროა, მაინტერესებს ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგრიოვდათ ამ ადამიანებს. სამწუხაროდ, შემდეგ საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება. არავინ ითხოვდა კანონის შეცვლას, მითუმეტეს არც კონსტიტუციის შეცვლას. პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მითუმეტეს თავის დაცვა არ სჭირდება. მე არავის ადვოკატი არ გამოვდივარ, პირიქით ჩვენ გვჭირდება მგონი მისი დაცვა. საზოგადოებას თუ რამე შეკითხვა დარჩა, მგონი ამ განცხადებით ყველა კითხვა მოიხსნა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ბიზნესის დამტერორებლები უცებ ბიზნესომბუდსმენებად გადაიქცნენ
შემდეგი სტატიამოდულის შენობაში გიორგი სამუშიას დაკითხვა მიმდინარეობს