ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს

garibashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: „თურქული ნაკადი შეაჩერა თურქეთმა და არა რუსეთმა“
შემდეგი სტატიაეკა გიგაურის პირველი კომენტარი პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე