ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციის წარმომადგენლები სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას თუ არ გაემიჯნებიან, მარგინალიზაციის გზით მოუწევთ სიარული

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც თუ გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მარგინალიზაციის გზით მოუწევთ სიარული.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 18 წლისაა
შემდეგი სტატიაბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება