ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ყველა სამკურნალოა, სასწაულია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე „ევროპელებს ემუდარებოდა”, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ.

როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედებები არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა.

„ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ევროპელებს ემუდარებოდა, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველგვარ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იღებდნენ, ათას ბრალდებას და ცილისწამებას, აი, ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა“,-განაცხადა პრემიერმა.

მის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, მათ მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს პროტესტი.

ოპოზიციის ამ ქმედებებს პრემიერმა ღიმილით უპასუხა: „ყველა სამკურნალოა, სასწაულია“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების მიზნით, შავ ზღვაში სავაჭრო გემების განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით, მოსკოვში თურქეთის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი აკაკი მინაშვილს – აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი