ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ისინი არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ვინაიდან იციან, რომ არავითარი შანსი და პერსპექტივა აღარ აქვთ

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სრულიად დეგრადირებული, ამორალური ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ბინძური და უსამართლო გამონათქვამები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ვინაიდან იციან, რომ არავითარი შანსი და პერსპექტივა აღარ აქვთ.

„ბოლო თეორიული შანსი, რაც ჰქონდათ, რომ იტყვიან ბოლო კარტი გაათამაშეს სააკაშვილის ამ პროვოკაციული ჩამოყვანით, თუ დაბრუნებით. მათი მხრიდან ეს აგრესია და ზიზღი, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და ხალხის მიმართ, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი გრძნობა, ემოცია არ აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, არავითარი ვალდებულება არ აქვთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მმართველობის დროს, არასდროს არ გათვალისწინებულა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესი. კარგად გვესმის, რომ ეს იყო ძალიან ვიწრო ჯგუფი და არის ვიწრო ჯგუფი, ერთგვარი ელიტა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატანასა და გათვალისწინებაზე მუშაობდა. ბუნებრივია, ჩვენ არ გვიკვირს მათი ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ქართველმა ხალხმა და კიდევ ერთხელ მადლობა მათ, სიბრძნისთვის, სიმტკიცისთვის, გონიერებისთვის და ნდობისთვის, უკვე რვაჯერ უთხრა უარი ამ მოძალადე ძალას, მოძალადე ჯგუფს, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენს მოსახლეობაზე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ 300 000 ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, მე, როდესაც ჩემს უცხოელ კოლეგებს ვესაუბრები, შოკში ვარდებიან, რომ როგორ შეიძლება, ასეთი პატარა ერში, 300 000 ადამიანი გაასამართლო. ეს ხომ რეჟიმია, ეს არის კატასტროფა, ფაშიზმია. მე შევადარე ჰიტლერს და ბევრმა, მათ შორის გამოვიდა ბოკერია და გაუგებარი შეფასება გააკეთა, ეცადა ძალიან, მაგრამ რა არის, თუ არა ფაშიზმი, როდესაც შენს მოსახლეობას, შენს ხალხს ასე ექცევი, ასეთი ძალადობით და გასაგებია ციხეებში რაც ხდებოდა და ზოგადად, ყველგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაში“საშიშროებები გარდაუვალია… ვითხოვთ თქვენს გადაუდებელ ქმედებებს”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი?