ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ, ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით, შეგნებულად აფერხებდა ამ პროცესს; ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, დღეს სად ვიქნებოდით, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ

როდესაც ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმის, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი არის გამოცლილი და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რა შეიცვალა და რატომ იყო პარლამენტში გამოსვლა განსხვავებული.

მისივე თქმით, დღეს მედიის წარმომადგენლებთან მას აქვს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის მზად იქნება ამისთვის.

„მეორე შეკითხვა შეეხებოდა, რატომ არის განსხვავებული ფორმატი, სტილი. ამაზე ძალიან მარტივი პასუხია, როდესაც ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმის, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი არის გამოცლილი და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. მე დღეს თქვენთან მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის ვიქნებით მზად ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.

„ჩვენ მათი მხრიდან არ გვინახავს არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ისინი გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ, ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით, შეგნებულად აფერხებდა ამ პროცესს. ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, დღეს სად ვიქნებოდით, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ოპოზიციას შევახსენებ, რომ პირველი პირობა არის მათი შესასრულებელი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია, ქველმოქმედი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ეხმარება საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს
შემდეგი სტატიაპრემიერი ჟურნალისტს – არ არის, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი; იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი